Wednesday, May 23, 2012

უჯარმის ციხე

უჯარმა
         უჯარმის ციხე-ქალაქის ამჯამინდელი ნანგრევები მდებარეობს გარე კახეთში, მდინარე იორის ნაპირზე.
         ფეოდალიზმის ხანაში საქართველოში რამდენიმე ქალაქი გაჩნდა. მათ რიცხვს ეკუთვნის უჯარმაც. მატიანეთა ცნობით: უჯარმა წარმოშობილია III_IV საუკუნეთა მიჯნაზე. ისტორიკოსი ლეონტი მროველი გადმოგვცემს: “ასფაგურ აღაშენა ციხე-ქალაქი უჯარმა”. IV-საუკუნიდან უჯარმა წარმოადგენდა კახეთის ერთ-ერთ მთავარ ქალაქს. ქალაქმა განსაკუთრებული აღმავლობა განიცადა V-საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ვახტანგ გორგასალმა იგი თავის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია. ამის თაობაზე მოგვითხრობს ისტორიკოსი ჯუანშერი, რომ ვახტანგ გორგასალმა აქ ააშენა უამრავი შენობები და გააძლიერა ქალაქის დაცვა. თვით ვახტანგ გორგასალსაც უდიდესი იმედი ჰქონდა უჯარმის ციხის. სპარსელებთან ბრძოლაში ვახტანგ გორგასალი მძიმედ დაიჭრა და იგი სწორედ აქ გარდაიცვალა. შემდგომში ვახტანგის მემკვიდრეებიც უჯარმიდან მართავდნენ კახეთს. არაბობის ხანაში უჯარმა, როგორც ქალაქი, დაცემის გზას ადგება. X-საუკუნის დასაწყისში უჯარმა, როგორც მხოლოდ ციხე-სიმაგრე, უკვე აღარ ყოფილა გამოსარჩევი, იქვე მახლობლად მდგარი ბოჭორმის ციხე მასზე უკეთეს სიმაგრედ ითვლებოდა. 914-წელს უჯარმა არაბებმა აიღეს და დაარბიეს. მიუხედავად ამისა იგი მალე აღუდგენიათ და მას მონაწილეობა მიუღია საქართველოს გაერთიანების საქმეში. მომდევნო წლებში უჯარმა უკვე ნაკლებად მონაწილეობდა ქვეყნის ცხოვრებაში და არსებობას განაგრძობდა, როგორ მცირე დასახლებული პუნქტი.
         დღეს არსებულ ნანგრევებში შემორჩენილია ციხის მთავარი ციტადელის გალავნისა და კოშკების ნაშთები, მცირე ზომის ჯვარპატიოსნის კარის ეკლესია, ორსართულიანი სამეფო სასახლის ნანგრევები, წყალსაცავი, და სხვა დამხმარე ნაგებობები. ციხის გალავანი გრძელდებოდა მდინარე იორის ნაპირამდე, გალავნის კუთხეებსა და საპასუხისმგებლო ადგილებში კოშკები იყო ჩარიგებული, კოშკები ძირითადად ორ ან სამ სართულიანი იყო. ქალაქს რამდენიმე კარი ჰქონდა. მთავარი კარი ყოფილა ციხის დასავლეთით. ასევე ერთ-ერთი კარი ჰქონია მდინარის პირას, გამორიცხული არ არის რომ ქალაქს თავისი წყალსადენი ჰქონოდა. საერთო ჯამში ციხე არქიტექტურული თვალასაზრისით იშვიათი გემოვნებით არის აგებული.

წყარო : www.novators.webatu.com

ვარძია



ვარძიის გამოქვაბულთა ანსამბლი მდებარეობს ასპინძიდან 30 კმ - ზე, მტკვრის მარცხენა ნაპირზე.
ვარძია - ესაა მონასტერი - სიმაგრე. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 1300 მ სიმაღლეზე. კომპლექსის სიგრძე 900 მ - მდეა, განლაგებულია იარუსებად 100 მ სიმაღლეზე. იარუსების რაოდენობა 3 - დან 13 - მდეა. მასში 600 - ზე მეტი სათავსია. აქ არის სატრაპეზოეიბი, სენაკები, საკუჭნაოები, დამხმარე სათავსოები, 25 მარანი 185 ქვევრით.
მისი მშენებლობა დაიწყო მეფე გიორგი III - მ და დაამთავრა მისმა შვილმა - თამარ მეფემ, რომელმაც მას თავდაპირველი სამხედრო ციხე-სიმაგრის დანიშნულება შეუცვალა და უზარმაზარ გამაგრებულ მონასტრად წარმოგვიდგინა.
ანსამბლი ძირითადად 1156 - 1203 წლებში შეიქმნა, აკურთხეს 1185 წლის 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. მშენებლობითი სამუშაოები შემდეგშიც მიმდინარეობდა.
ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. აქ შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები. თამარის შემორჩენილი ოთხი პორტრეტიდან ესაა ყველაზე ადრეული, თამარის ახალგაზრდობის სურათი, რომელიც 1186 წელს უნდა იყოს შესრულებული. აქვეა ღვთისმშობელი ყრმით ხელში, თორმეტი მოციქული, სახარების ციკლის სცენები და სსვა.
 XIII - XIV საუკუნეთა მიჯნაზე აშენებული სამრეკლო, შემკული ორნამენტებით. კარიბჭის ფართო თაღი ერთადერთი და მთავარი არქიტექტურული ელემენტია მონასტრის ფასადის გაფორმებაში. სათავსოს დასამშვენებლად გამოყენებული ყოფილა გამომწვარი თიხის მოჭიქული ფერადი ფილები.
ვარძიაში მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი სასულიერო მოღვაწე იოანე შავთელი, რომელმაც აქ შექმნა ”გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი.”
1551 წელს ვარძია აიღო და დაარბია ირანის შჰამა თამაზ I-მა. სპარსელებმა გაიტაცეს ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და მრავალი განძი. 1578 წელს ვარძია თურქებმა დაიპყრეს. იგი ისევ გაიძარცვა. ბერები კი - ნაწილი დახოცეს, სხვები კი სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტნენ და აქაურობა გაუკაცრიელდა. 1861 წელს საქართველოს ეგზარქოსის პალადის კურთხევასთან დაკავშირებით ვარძიაში  დროებით განახლდა  წირვა-ლოცვა.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ვარძიაში ჯერ ტურისტული ბაზა, 1983წ. კი მუზეუმი დაარსდა. 1989წ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია  მეორის ლოცვა-კურთხევით ვარძიაში აღსდგა ღვთისმსახურება, ხოლო 1999 წლიდან კი განახლდა სამონასტრო ცხოვრება.
სამწუხაროდ ვარძიის კომპლექსი დგეს მეტად მძიმე მდგომარეობაშია და საჭიროებს სასწრაფო რესტავრაციას.
მიუხედავად იმისა, რომ დროთა სვლაში დაინგრა, დაიშალა და განადგურდა ვარძიის კომპლექსის დიდი ნაწილი, იგი დღესაც აოცებს მნახველებს თავისი გრანდიოზულობითა და სინატიფით.


წყარო: www.istoria.ge

თამარ მეფე


წარმოგიდგენთ საქართველოს მეფეს თამარს
თამარი, თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207), საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველის რეპუტაციით სარგებლობდა, რისთვისაც მას ქვეშევრდომებმა “მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი” ტიტული უბოძეს.
თამარი მეფე გიორგი III-ისა და მისი მეუღლის ბურდუხანის უფროსი ქალიშვილი იყო. ბურდუხანი თავის მხრივ ოვსთა მეფე ხუდანის ქალიშვილი გახლდათ. მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა მისი გარდაცვალების შემდეგ უთანხმოებების წარმოქმნისგან თავის ასარიდებლად. 1184-იდან, გიორგი III – მ თავისი ძმის შვილი დემნა (დიმიტრი ) უფლისწული სასტიკად აწამა . დემნა უფლისწულმა მოითხოვა კუთვნილი ტახტი , საქართველოს წესდების თანახმად ტახტი ვაჟს ეკუთვნოდა შესაბამისად დემნა უფლისწული კანონიერ ტახტს ითხოვდა , მაგრამ გიორგი III – მ გადაწყვიტა რომ თამარი ბევრად კარგად გაუძღვებოდა საქართველოს და დემნა უფლისწული დილეგში ჩააგდო , რამდენიმე ხანი საკვები არ მიაწოდა და დემნა უფლისწულიც გარდაიცვალა ამიტომაც ტახტზე 18 წლის თამარი ავიდა რომლებსაც უამრავი მტერი ჰყავდათ იმის გამო რომ ეგონათ , საქმეს ვერ გაუძღვება ქალიო.
თამარის გამეფებისთანავე ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. უპირველეს ყოვლისა მათ თამარი ხელახლა აკურთხეს მეფედ, რითაც ხაზი გაუსვეს თავიანთ უფლებებს. თამარი იძულებული გახდა ზოგი რამ დაეთმო: გადააყენა გიორგი III-ის მიერ აღზევებული უერთგულესი მოხელეები ამირსპასალარ-მანდატურთუხუცესი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი. ამის შემდეგ მეფის ხელისუფლების შეზღუდვის მოთხოვნით გამოვიდა მეჭურჭლეთუხუცეს ყუთლუ-არსლანის დასი. 1185 გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს მისი სურვილის წინააღმდეგ შერთო ანდრია ბოგოლიუბსკის შვილი იური (გიორგი). ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. იურის მოწვევისა და შემდეგ განდევნის მიზეზი უნდა იყოს მეფისა და მისი მოწინააღმდეგე ფეოდალების დაჯგუფებათა ინტერესების დაპირისპირება და ის შინაკლასობრივი ბრძოლა, რომელიც თამარის მეფობის პირველ წლებში გამწვავდა. პირველ დამარცხებათა შემდეგ თამარმა თანდათან განიმტკიცა პოზიციები და მაღალ თანამდებობაზე თავისი მომხრეები დააწინაურა. დაახლოებით 1189 (ან 1187) იქორწინა დავით სოსლანზე, რომლისგანაც შეეძინა ორი შვილი – ლაშა და რუსუდანი.
მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო ფეოდალებმა (მეჭურჭლეთუხუცესი ვარდან დადიანი, სამცხის სპასალარი ბოცო ჯაყელი, გუზან ტაოელი) 1191 აჯანყება მოაწყვეს და ბიზანტიაში მყოფი თამარის ქმარყოფილი იური საქართველოში შემოიყვანეს. თამარმა ჯერ მოლაპარაკებით სცადა საქმის მოგვარება, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ლაშქარი გაგზავნა და აჯანყებულები დაამარცხა. იური ისევ გააძევეს, ხოლო მოღალატე ფეოდალთა თანამდებობაზე მეფემ თავისი მომხრეები დანიშნა. 1193 იურიმ რანის ათაბაგის დახმარებით ისევ სცადა ბედის შემობრუნება, მაგრამ ეს ცდაც უშედეგოდ დამთავრა.
თამარმა დაამარცხა მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო დიდებული ფეოდალები, ოპოზიცია იძულებული გახდა დამორჩილებულიყო. მეფემ სასტიკად ჩაახშო სახელმწიფო ვალდებულებათა წინააღმდეგ მიმართული მთიელთა (ფხოველთა, დიდოელთა) აჯანყება (დაახლოებით 1212), რომელიც 3 თვეს გაგრძელდა.
თამარის მეფობის პირველ პერიოდში, დაძაბული შინაკლასობრივი ბრძოლის ვითარებაში, საქართველო მხოლოდ მეზობელთა თავდასხმებს იგერიებდა და ფეოდალური სახელმწიფოსათვის ჩვეულებრივ წვრილ სასაზღვრო თარეშებს აწყობდა. XII საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველომ ფართო ფრონტით შეუტია სელჩუკებს. მახლობელი აღმოსავლეთის მაჰმადიანი მფლობელები გაერთიანდნენ საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად და დახმარება სთხოვეს მაჰმადიანთა უზენაეს სასულიერო ხელისუფალს, ბაღდადის ხალიფას. 1195 შამქორთან ბრძოლაში ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს აზერბაიჯანელ ათაბაგ აბუბაქრისა და მისი მოკავშირეების ლაშქარზე, 1203 დაამარცხეს რუმის სულთნის რუქნადინის ლაშქარი, 1201-03 აიღეს სომხური ქალაქები ანისი და დვინი, რის შედეგადაც ჩრდილოეთ და ცენტრალური სომხეთი საქართველოს შემოუერთდა; 1204 აიღეს კარი (ყარსი), იმავე 1204 შეიქმნა ტრაპიზონის იმპერია, რომელიც შემდეგ საქართველოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და მას თამარის ახლო ნათესავი ალექსი კომნენოსი მართავდა.. 1208-09 ქართველებმა ილაშქრეს ხლათზე, არჭემზე, არდებილზე, 1210 დალაშქრეს ჩრდილოეთ ირანი.
თამარის მეფობის დასასრულისათვის საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყნები იყვნენ აღმოსავლეთით შირვანი და რანი; ჩრდილოეთით ქაშაგეთი, ოსეთი, დურძუკეთი, დიდოეთი, ღუნძეთი, ლეკეთი და დარუბანდი. მოხარკე ქვეყნები სამხრეთით – ხლათის სასულთო, ერზინკის სასულთნო, კარნუ-ქალაქის (არზრუმის) საამირო, ნახჭევნის სააამირო. XII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედსა და XIII საუკუნის დასაწყისში ფეოდალურმა საქართველომ თავისი პოლიტიკური სიძლიერის, ეკონომიური და კულტურული აღმავლობის უმაღლეს საფეხურს მიაღწია.
თამარის მეფობაში საქართველოში ფართო მასშტაბის სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა (აშენდა გზები, ხიდები, ციხესიმაგრეები, სასახლეები, ეკლესია-მონასტრები). მის დროსაა აგებული ბერთუბნის, ბეთანიის მონასტრები, ვარძიის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი და სხვები. თამარი მფარველობდა და მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართული კულტურის ცენტრებს ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ, მფარველობას უწევდა მეცნიერებს, პოეტებს, ხელოვანთ. თამარის პიროვნებას განსაკუთრებული ადგილი უკავია ფეოდალიზმის ხანის საქართველოს ისტორიაში. ქართულ ეკლესიამ თამარი წმინდად შერაცხა.
ისტორიკოსები და პოეტები ხოტბას ასხამდნენ მას, ფუნჯის ოსტატები ხატავდნენ თამარს. თამარი იქცა ქართველი ხალხის სათაყვანებელ პიროვნებად. ძველი საქართველოს მოღვაწეებიდან ყველაზე მეტი პოემა, ლექსი და ლეგენდა თამარისადმია მიძღვნილი (მათ შორის ჩახრუხაძისა და შავთელის ოდები, შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”).
ლეგენდის თანახმად თამარი უდიდესი განძითურთ საიდუმლო ადგილას უნდა იყოს დაკრძალული გელათის მონასტერში, ქუთაისთან, დასავლეთ საქართველოში. ქართველ მკვლევართა მოსაზრებით თამარი გელათის ერთ-ერთ ნიშაში უნდა იყოს დამარხული. მე-12 საუკუნის ლიტერატურული წყაროებიდან თამარ მეფეს უთქვამს: “ჩემთა წინაპართა მიწას, გელათის მონასტერს მიმაბარეთ მე…”. მეორე ჰიპოთეზის თანახმად თამარი გელათის ახალ მონასტერში უნდა იყოს დაკრძალული. დღემდე მისი საფლავის მოკვლევა ვერ მოხერხდა.

წყარო www.ucnauri.com

დავით აღმაშენებელი

დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073ქუთაისი - გ. 24 იანვარი1125),საქართველოს მეფე 1089-1125, გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა დინასტიიდან. ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი, მოახერხა თურქ-სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაშიმნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწების საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.


დავითი, გიორგი II–სა და ელენეს ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა მოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამამისი იძულებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და 16 წლის ძე გაემეფებინა. ეს ფაქტი დავითის კარგ განათლებაზე და სახელმწიფო საქმეში გათვიცნობიერებულობაზე უნდა მეტყველებდეს.


დავით IV–ს მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა. გამეფებისთანავე დაიწყო ყმა-მოლაშქრეთა და მსახურეულ აზნაურთაგან მხედართა რაზმების შექმნა. ერთგული რაზმებით მეფე თავს ესხმოდა თურქ-სელჩუკებს, ავიწროვებდა მათ, სდევნიდა და მთაში გახიზნულ მოსახლეობას ბარად ჩამოსვლის პირობებს უქმნიდა.


დავით IV ებრძოდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებს. 1093 წელს მან გამდგარი ლიპარიტ IV ბაღვაში შეიპყრო. თუმცა მონანიების შემდეგ გაათავისუფლა და ძველი ღირსებებიც დაუტოვა, მაგრამ ხელახალი ღალატის გამო, 1094 წელს კვლავ შეიპყრო და ორი წლის პატიმრობის შემდეგ საქართველოდან გააძევა. 1103ლიპარტის ძის რატის გარდაცვალების შემდეგ დავით IV-მ გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ბაღვაშთა მამულები სამეფო დომენად გახადა, შემდგომში ნაწილი (არგვეთი) გელათის მონასტერს გადასცა. ამავე წელს დაამარცხა სამეფო კარის მოწინააღმდეგე ფეოდალები ― ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეები.



„ქრისტე, ადიდე დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“
დავითამდე ქართველ მეფეებს ჰქონდათ როგორც უცხოური (უმეტესად ბიზანტიური), ისე ქართული ტიტულები. ბიზანტიური ტიტულებიდან ქართველი მეფეები ატარებდნენ პატრიკიოზისმაგისტროსობისნოველისიმოსისსევასტოსისადა კურაპალატის ტიტულებს, რომელთაგან უმაღლესი კურაპალატობა იყო. თვით ბიზანტიაში სულ 18 ტიტული არსებობდა და ყველაზე საპატიო ტიტულს მეთვრამეტე - კეისარობა წარმოადგენდა, რომელიც იმპერატორმა დავითის მამას გიორგი II-ს მიანიჭა. კურაპალატობა მეთექვსმეტე ტიტული იყო, ანუ მნიშვნელობით მესამე ადგილზე იდგა.
ქართველებიდან ბიზანტიამ ეს ტიტული პირველად ქართლის ერისმთავარს გუარამს მიანიჭა. დავით აღმაშენებელმა ერთიან საქართველოს მეფეთაგან პირველმა უარყო ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულები, როგორც ნიშანი ბიზანტიის ხელმწიფესთან თანასწორობისა.
ქართული ტიტულატურა (ტიტულების ჯგუფი), ჩამოყალიბებას ბაგრატ III–ის დროს იწყებს და დავითის შემდეგაც გრძელდება. ბაგრატმა აფხაზეთისა და ტაო-კლარჯეთის სამეფოები გაეერთიანა და შედეგად მიიღო ტიტული – „მეფე აფხაზთა და ქართველთა[2].

დავით აღმაშნებლის საფლავი, გელათი
რანისა (არანი) და კახეთის შემოერთების შემდეგ, ქართველ მეფეთა ტიტულიც იზრდება და დავითი იწოდება: „მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა“. მოგვიანებით ამას ემატება წოდება „მეფე სომეხთა“. მას მერე რაც დავითმა ლორე-ტაშირის სამეფო გაათავისუფლა და სომხეთის მეფეები დაიმორჩილა, ქართველ მეფეთა სრული ტიტული გახდა: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“[3]
ლორე-ტაშირის გარდა შარვანიცა და ანისიც დავით აღმაშენებელმა სიცოცხლის ბოლო წლებში შემოიერთა და მისი მემკვიდრეების ტიტულატურაში აისახა კიდეც ეს მოვლენა[3]. კერძოდ, მათი ტიტულატურა ასეთი იყო: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა და შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“.


წყარო:  www.ka.wikipedia.org

ქართლის ცხოვრება


ისტორიული წყარო

ისტორიული წყარო არის ყველა ობიექტი, რომელიც ასახავს ისტორიულ პროცესს და წარსულის შესწავლის შესაძლებლობას იძლევა. წყარო არის ყველაფერი ის, რაც შექმნა ადამიანმა და რაც მისი გარემოსთან ურთიერთქმედების შედეგს წარმოადგენს. ისტორიული წყაროების რაოდენობა აურაცხელია, მაგრამ, ამავე დროს, განსხვავებულია სხვადასხვა ისტორიულ პერიოდთან დაკავშირებული წყაროთა რაოდენობა და ასევე მათი ტიპი.

ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტომი I, სახელგამი, თბილისი 1955.



Line of ed.: 6       
პირველად ვაჴსენოთ ესერამეთუ სომეხთა და ქართველთარანთა დამოვაკნელთა,
Line of ed.: 7    
ჰერთა და ლეკთამეგრელთა და კავკასიანთა -- ამათ თჳსთა ერთი იყომამასახელით
Line of ed.: 8    
თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძის-წული იაფეთისი, ძისანოესი. და
Line of ed.: 9    
იყო ესე თარგამოს კაცი გმირი. / და შემდგომად განყოფისა ენათასა,ოდეს აღაშენეს
Line of ed.: 10    
ბაბილონს გოდოლიდა განეყვნეს მუნ ენანი და განიბნინეს მუნითყოველსა ქუეყანასა.
Line of ed.: 11    
და წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავით-ურთ მისითდა დაემკჳდრაორთა მათ
Line of ed.: 12    
მთათა შუა კაც-შეუვალთაარარატსა და მასისსა. და იყო ნათესავი მისიდიდი და
Page of ed.: 4  Line of ed.: 1    
ურიცხჳრამეთუ ესხნეს ცოლ-მრავალ ძენი და ასულნიდაშვილნი და შვილის-შვილნი
Line of ed.: 2    
ძეთა და ასულთა მისთანირამეთუ ცხოვნდა იგი ექუსას წელდავერღარა იტევდა
Line of ed.: 3    
ქუეყანა არარატისა და მასისისა.

Line of ed.: 4       
ხოლო ქუეყანა იგირომელი წილით ხდომოდაესე არს საზღვარიქუეყანისა
Line of ed.: 5    
მისისააღმოსავლით ზღუა გურგენისა, დასავლით ზღუა პონტოსა, დასამხრით ზღუა
Line of ed.: 6    
ორეთისა, და ჩრდილოთ მთა კავკასია.

Line of ed.: 7       
ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს კაცნი რვანიგმირნიძლიერნი და
Line of ed.: 8    
სახელოვანნირომელთა სახელები ესე არსპირველსა ერქუა ჰაოს,მეორესა ქართლოს, მესამესა
Line of ed.: 9    
ბარდოს, მეოთხესა მოვაკან, მეხუთესა ლეკ, მეექუსესა ჰეროს, მეშვიდესა
Line of ed.: 10    
კავკას, მერვესა ეგროს. ესე რვანი იყვნეს გმირნიხოლო ჰაოს უმეტესგმირი
Line of ed.: 11    
იყო ყოველთასარამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილ იყო არცაწყლის-რღუნის წინათ
Line of ed.: 12    
და არცა შემდგომად ტანითაძალითა და სიმჴნითა.

Line of ed.: 13       
ხოლო ვერღარა იტევდა ქუეყანა არარატისა და მასისისა, განუყოთარგამოს
Line of ed.: 14    
ქუეყანა და ნათესავი თჳსი რვათა ამათ გმირთანახევარი ნათესავისამისისა და ნახევარი
Line of ed.: 15    
და უმჯობესი ქუეყანისა მისისა მისცა ჰაოსს, ხოლო შჳდთა ამათ მისცახუედრი
Line of ed.: 16    
მათი არძანგებისაებრ მათისაწარმოიყვანნა შჳდნი იგი ჩრდილოთკერძო და განუყვნნა
Line of ed.: 17    
ქუეყანანი ღირსებისაებრ მათისა მისცა ქართლოსს და უჩინა საზღვარი:
Line of ed.: 18    
აღმოსავლით ჰერეთი და მდინარე ბერდუჯისი; დასავლით ზღუაპონტოსი; სამხრით მთა,
Line of ed.: 19    
რომელი მიჰყვების ბერდუჯის მდინარის თავსადა მთარომელიმიჰყვების დასავლით
Line of ed.: 20    
კერძორომლისა წყალი გარდმოდის ჩრდილოთ კერძო და მიერთვისმტკუარსა,
Line of ed.: 21    
რომელ მიჰყვების მთა შორის კლარჯეთსა და ტაოს ვიდრე ზღუამდის;და ჩრდილოთ
Page of ed.: 5  Line of ed.: 1    
საზღვარი ღადო, მთა მცირერომელი გამოვლის შტოდკავკასისაგან და მოჰკიდავს
Line of ed.: 2    
წუერი დასასრულსა ღადოსა, რომელსა აწ ჰქჳან ლიხი. და ამათსაზღვართა საშუალ
Line of ed.: 3    
მისცა ყოველი ქართლოსს.

Line of ed.: 4       
ხოლო ბარდოსს მისცა მტკუარს სამჴრითბერდუჯის მდინარითგანვიდრე სადა
Line of ed.: 5    
შეკრბებიან მტკუარი და რაჴსი. ამან ბარდოს აღაშენა ქალაქი ბარდავიდა დაეშენა მუნ.

Line of ed.: 6       
ხოლო მოვაკანს მისცა მტკუარსა ჩრდილოთმცირისა ალაზნისაშესართავითგან
Line of ed.: 7    
ვიდრე ზღუამდედა ამან აღაშენა ქალაქი მოვაკნე/თი, და დაემკჳდრამუნ.

Line of ed.: 8       
ხოლო ჰეროსს მისცა ქუეყანა მტკურისა ჩრდილოთმცირისაალაზნისა შესართავითგან
Line of ed.: 9    
ვიდრე ტყეტბამდერომელსა აწ ჰქჳან გულგულა. და ამან ჰეროს აღაშენა
Line of ed.: 10    
პირველად ქალაქი შესაკრებელთა შორის ორთავე ალაზანთასა. დაუწოდა სახელი თჳსი
Line of ed.: 11    
ჰერეთი. და მის გამო ჰქჳან ჰერეთსა ჰერეთი. და აწ მას ადგილსა ჰქჳანხორანთა.

Line of ed.: 12       
ხოლო ეგროსს მისცა ქუეყანა ზღჳს ყურისადა უჩინა საზღვარი:აღმოსავლით
Line of ed.: 13    
მთა მცირერომელსა აწ ჰქჳან ლიხი; დასავლით ზღუა[ჩრდილოთ]მდინარე მცირისა ხაზარეთისა,
Line of ed.: 14    
სადა წარსწუთების წუერი კავკასისა. ხოლო ამან ეგროს აღაშენა ქალაქიდა
Line of ed.: 15    
უწოდა სახელი თჳსი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქჳან ბედია.

Line of ed.: 16       
ხოლო კავკასიათა ჩრდილოთ არა იყო ხუედრი თარგამოსისა, არამედარცა იყო
Line of ed.: 17    
კაცი კავკასიასა ჩრდილოთდა უმკჳდრო იყო ქუეყანა იგიკავკასიითგან ვიდრე მდინარემდე
Line of ed.: 18    
დიდადრომელი შესდის ზღუასა დარუბანდისასა. ამისთჳსგამოიყვანნა მრავალთა
Line of ed.: 19    
გმირთაგან ორნი გმირნილეკან და კავკასი. და მისცა ლეკანს ზღჳთგან
Line of ed.: 20    
დარუბანდისათ ვიდრე მდინარემდე ლომეკისა, / ჩრდილოთ ვიდრემდინარემდე დიდად
Page of ed.: 6  Line of ed.: 1    
ხაზარეთისად. და მისცა კავკასის ლომეკის მდინარითგანვიდრე დასასრულადმდე კავკასისა,
Line of ed.: 2    
დასავალით.

Line of ed.: 3       
ხოლო ჰაოს დაემკჳდრა საყოფელთა მამისა თჳსისა თარგამოსისთა, დადაიპყრა
Line of ed.: 4    
ქუეყანა ჩრდილოთვითა დამიწერიასამჴრით მთით ორეთისითგან,აღმოსავლით
Line of ed.: 5    
ვიდრე ზღუადმდე გურგანისა, და დასავლით ვიდრე ზღუადმდეპონტოსა. და ამათ
Line of ed.: 6    
შჳდთა-ვე გმირთა ზედა იყო განმგებელ და უფალ ჰაოს. და ესეყოველნი იყვნეს მორჩილ
Line of ed.: 7    
ჰაოსისა. და ესე რვანი-ვე ერთობით ჰმონებდეს ნებროთს გმირსა,რომელი იყო
Line of ed.: 8    
პირველი მეფე ყოვლისა ქუეყანისა.

Line of ed.: 9       
შემდგომად ამისა მცირედთა წელიწადთა მოუწოდა ჰაოს შჳდთა მათგმირთა,
Line of ed.: 10    
შემოკრიბნა და რქუა მათ"მოგუცა ღმერთმან მაღალმან ძალი დასიმრავლე ნათესავისა
Line of ed.: 11    
ჩუენისააწ შეწევნითა დამბადებლისათა ვიყვნეთ არა-ვისა მონადაარა-ვის ვმსახუროთ
Line of ed.: 12    
თჳნიერ ღმრთისა დამბადებელისა". ეწამნეს შჳდნი იგი გმირნიდადაუმტკიცეს
Line of ed.: 13    
განზრახვა იგიდა განუდგეს ნებროთს და არ-ღა-რა მისცეს ხარკიდაეზრახნეს სხუათა
Line of ed.: 14    
ვი/ეთმე ნათესავთადა დაუორგულდეს სხვანი-ცა ნათესავნი.

Line of ed.: 15       
მაშინ განუწყრა ნებროთ, და შემოკრიბნა გმირნი მისნი და ყოველნირომელნი
Line of ed.: 16    
ერჩდეს სპანი მისნიდა მომართა თარგმანოსიანთა (!). ხოლო ჰაოსმოუწოდა შჳდთა-ვე
Line of ed.: 17    
გმირთა და ყოველსა-ვე ნათესავსა თარგამოსისსა. და შეეწივნეს სხუანი-ცა ვინ-მე ნათესავნი
Line of ed.: 18    
დასავლეთისანიშეკრიბნა ჰაოს ესე ყოველნი და დადგა ძირსამასისისასა. და
Line of ed.: 19    
ვითარ მოადგა ნებროთ ქუეყანასა ადარბადაგნისასა, და დადგა მუნ დაწარავლინნა
Line of ed.: 20    
გმირნი სამეოცნი და მათ თანა სპანი ძლიერნი წყობად თარგამოსიანთა.

Line of ed.: 21       
ხოლო ვითარცა მოიწივნეს სპანი იგი ნებროთისნი, მაშინ მიეგებნესშჳდნი იგი
Line of ed.: 22    
გმირნი ძმანი ჰაოსისნი სპითა ძლიერითახოლო ჰაოს სპითაუძლიერესითა დაუდგა
Line of ed.: 23    
უკანითზურგითიქმნა მათ შორის ბრძოლა სასტიკირომელიემსგავსა სასტიკებასა
Line of ed.: 24    
ჰაერისასარამეთუ მტუერი ფერჴისა მათისა ვითარცა ღრუბელისქელიელვა აბჯრისა
Page of ed.: 7  Line of ed.: 1    
მათისა ვითარცა ელვა ცისაჴმა პირისა მათისა ვითარცა ჴმაქუხილისასიმრავლე
Line of ed.: 2    
ისართა და ტყორცა ქვისა მათისა ვითარცა სეტყ/უა ჴშირიდა დათხევასისხლისა მათისა
Line of ed.: 3    
ვითარცა ღუარი სეტყუათაგანძლიერდა ბრძოლა მათ შორისდამოსწყდა ორგნით-ვე
Line of ed.: 4    
ურიცხჳ.

Line of ed.: 5       
ხოლო ჰაოს უდგა ზურგად გმირთა მისთაძალ-სცემდა და ნუგეშის-ცემდა ჴმითა
Line of ed.: 6    
საზარელითარომელი მსგავსი იყო მეხის ტეხისამაშინ სძლესთარგამოსიანთა და
Line of ed.: 7    
მოსრნეს სამეოცნი იგი გმირნი ნებროთისნი და სპანი მათნიხოლოშჳდნი ესე
Line of ed.: 8    
გმირნი თარგამოსიანნი -- ქართლოს, ბარდოს, მოვაკან, ჰეროს, ლეკან,კავკასან, ეგროს -- ესენი
Line of ed.: 9    
დარჩეს ცოცხლებით თჳნიერ წყლულებისადა ძლევა-შემოსილნიჰმადლობდეს
Line of ed.: 10    
ღმერთსა.

Line of ed.: 11       
ხოლო ვითარცა ესმა ნებროთს, განწყრა და წარმოემართა მათ კერძოყოვლითა
Line of ed.: 12    
ძალითა მისითახოლო ჰაოსს არა ჰყვეს სპანი ნებროთის სპათაოდენნიგანმაგრდა
Line of ed.: 13    
იგი ღირღალთა შინა მასისისათა. მიუდგა ქუეშე კერძო ნებროთ; დაიყო იგი ჭურვილი
Line of ed.: 14    
რკინითა და რვალითა ტერფთაგან ვიდრე თხემამდედა აღჴდა გორასაერთსა
Line of ed.: 15    
ზედა ზრახვად ჰაოსისა და ეტყოდა დამორჩილებასა-ვე მისსარათასთნდეს მიქცევა მისი.
Line of ed.: 16    
ხოლო ჰაოს რქუა გმირთა მისთა"განმიმაგრეთ ზურ/გით კერძი ჩემი,და მივეახლო
Line of ed.: 17    
ნებროთს".

Line of ed.: 18       
და წარვიდა და მივიდა პირისპირ მახლობელად ნებროთისა, დასტყორცა ისარი
Line of ed.: 19    
და ჰკრა მკერდსა ნებროთისსა, ფიცარსა ზედა რვალისასადა განავლოზურგითმაშინ
Line of ed.: 20    
დაეცა ნებროთ, და იოტა ბანაკი მისიდა განთავისუფლდეს ნათესავნითარგამოსისნი.
Line of ed.: 21    
და მაშინ ჰაოს ჰყო თავი თჳსი მეფედ ძმათა თჳსთა ზედა და სხუათა-ცანათესავთა
Line of ed.: 22    
ზედამახლობელთა საზღვართა მისთასახოლო შჳდნი-ვე ესე ძმანიწარვიდეს თჳს-თჳსად
Line of ed.: 23    
ქუეყანადდა იყვნეს მორჩილ ჰაოსისა. ხოლო აქამომდის დავწერეთამბავი ესე
Line of ed.: 24    
რვათა-ვე ძმათა.